კომპანია მოპედ დეპო საქართველოს ბაზარზე 2017 წელს დაარსდა . ჩვენი მიზანია ქვეყანაში დავამკვიდროთ მოპედი როგორც ერთერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების შემცირებაში, გადაადგილებას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, ისე ტურისტებისათვის კომპანიის გეგმაშია შექმნას მომსახურების სრული ექო - სისტემა, რომელიც გააერთიანებს:
- სკუტერებისა და მოპედების მულტიბრენდულ მაღაზიათა ქსელს
- სკუტერების გაქირავებას
- აქსესუარებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზიათა ქსელს
- მომსახურების სერვის ცენტრებს (რაც ძალიან დეფიციტურია დღეს).
იმისათვის, რომ უკეთ მოვერგოთ ადგილობრივ სტანდარტებს, მოთხოვნასა და სხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ საჭიროებებს, ჩვენ დიდი სიფრთხილით შევარჩიეთ ჩვენი პარტნიორი ბრენდები და მომხმარებლებს ხელმისაწვვდომ ფასად ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის უახლეს მოპედებსა და მათ აქსესუარებს.
ჩვენ ვართ ექსკლუზიური წარმომადგენლები, მსოფლიოში ცნობილი ტაივანური ბრენდის Sym-ი, რომელიც გამოირჩევა ხარისხით და სანდოობით,
Sym-ი უკვე გაიცნო და შეიყვარა ქართველმა მომხმარებლებმაც. ასევე ჩვენი პარტნიორი გახდა იტალიური ბრენდი Lambretta, რომელიც 1947 წლიდან მოყოლებული დღემდე, წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდს. იგი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მოპედებს და მათ აქსესუარებს.
2020 წელს კომპანია მოპედ დეპოს შემოუერთდა მსოფლიო ბრენდი GIVI. მისმა 42 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კომპანია გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის მოტოციკლისა და მოპედების აქსესუარებით.