კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 შპს „მოპედ დეპო“ აფასებს ამ ვებგვერდზე (შემდგომში - ვებგვერდი) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.

თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ.

ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - პოლიტიკა)

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.

რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?

შპს „მოპედ დეპო“, მისი შვილობილი კომპანიები ან/და აფილირებული პირები (“მოპედ დეპო” ან „ჩვენ“) ცდილობენ დაიცვან იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, მოპედ დეპომ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც მოპედ დეპომ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. მოპედ დეპო ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი.

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს მოპედ დეპო. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან მოპედ დეპოსთან აფილირებული პირები, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან კავშირი მოპედ დეპოს ვებგვერდის საშუალებით იყოს შესაძლებელი.

წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, მოპედ დეპოსთან თქვენი ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგალითად ისეთს, როგორიცაა მოპედ დეპოს ვებ გვერდის მეშვეობის პროდუქციის შეძენის, ტრანსპორტის გაქირავების სერვისისა და სხვა მომსახურებით სარგებლობის პირობები და სხვა და ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან რეგულაციას.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ მოპედ დეპოს ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბაუზერია განთავსებული, ლიბერთი ბანკის ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა).

დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით მოპედ დეპოს ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, ან რომელსაც გვაწვდიან ისეთი მესამე პირები, რომელთა კლიენტი/აბონენტიც თქვენ ბრძანდებით, მაგალითად როდესაც იხდით ასეთი მესამე პირებისადმი დავალიანებას ან/და ავსებთ თქვენი სააბონენტო ანგარიშის ბალანსს.

მოპედ დეპო გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

  • ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
  • კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
  • მოპედ დეპოს სხვა ელექტრონულ არხებთან მიმართებით, ზემოხსენებული მიზნებისთვის;
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.


ლიბერთი ბანკი იცავს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.

როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

მოპედ დეპო იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა მზა ჩანაწერები (cookies) ან თეგი (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.

მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებგვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ  ვებგვერდზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება და სხვა.

გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე მოპედ დეპოს ნებას არ რთავთ.
  
როდესაც ინახავთ თქვენი მზა ჩანაწერების წესებს, ისინი ასევე ვრცელდება მოპედ დეპოს ვებგვერდზე თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც. თუმცა, მოპედ დეპოს მიღმა არსებული ტექნიკური მიზეზებით, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან მოპედ დეპოს ვებგვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს.

ხშირ შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.

თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მოპედ დეპოს ვებგვერდის ან მისი სხვადასხვა ნაწილების მიერ შემოთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.

ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

მოპედ დეპომ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან მოპედ დეპოსათვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც მოპედ დეპოს ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.

ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?

მოპედ დეპომ მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ მოპედ დეპოს მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?
 
მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით მოპედ დეპოსათვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოპედ დეპოსთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

  • გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
  • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა; ან
  • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.


თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@mopeddepot.ge

ბოლო ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 12 დეკემბერს.