კომპანია მოპედ დეპო, ისეთი ისეთი ცნობილი იტალიური ბრენდის წარმომადგენელი გახდა როგორიცაა Lambretta. ბრენდი 1947 წელს ფერნანდო ინოჩენტიმ დააარსა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ფერდინანდო ინოჩეტიმ, (რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში, ლამბრეტის რაიონში არსებულ ქარხანაში ამზადებდა საჰაერო ძალებისთვის საჭირო აღჭურვილობას) იმისათვის რომ გადაერჩინა თავისი ბიზნესი გადაწყვიტა შეექმნა „მოპედი“, ამ ტრანსპორტის შესაქმნელად მან გამოიყენა პროდუქტები რასაც მისი ქარხანა აწარმოებდა. ინოკენტი მოპედს ხედავდა როგორც მასების ამოძრავების საშულებას, სახალისო და ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, რომელიც გამოირჩეოდა დიზაინით.
1940-ანი წლების მიწურულს ლამბრეტას მოპედი გაიყიდა საზღვარგარეთ და ინოკენტი გახდა ინდუსტრიული გიგანტი ომის შემდგომ იტალიაში. მოპედები იწარმოებოდა იტალიაში 1971 წლამდე, ასევე არსებობდა ქარხნები საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ჩინეთში, კოლუმბიასა და არგენტინაში, რათა ექციათ ის მსოფლიო ბრენდად.
დღეისათვის, Lambretta წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდს, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მოპედებს, ელექტრო მოპედებს და მათ აქსესუარებს.