მოპედ დეპო ყველასათვის ცნობილი თურქული მონდიალის ექსკლუზიური წარმომადგენელი ხდება საქართველოში

29 სექტემბერი

მოპედ დეპო მონდიალის ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი ხდება საქართველოში. 
მონდიალი ყველასთვის ნაცნობი თურქული ბრენდია, რომელიც თავისი გამძლეობით გამოირჩევა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსხვილ კორპორატიულ კლიენტებში.
კომპანია  2004 წელს დაარსდა თურქეთში. მისი განვითარების გზა 13 წელიწადზე მეტს ითვლის და დღეს მისი საქმიანობა მოტო ტრანსპორტის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა პროდუქციის წარმოებაა.
დღეისათვის მონდიალის  ქარხანა 44,500 კვ.მ განთავსებული მოწინავე საწარმოა, რომელიც ევრო სტანდარტების 192,000 მოტოციკლეტსა და მოპედს აწარმოებს ყოველწლიურად.
ბრენდი წარმოდგენილია 400 გაყიდვის წერტილით, 528 სერვის ცენტრითა და 250 სათადარიგო ნაწილების მაღაზიით.
მონდიალი მოპედებსა და მოტოციკლეტებს მსოფლიოს 142 ქვეყანაში ყიდის.
ჩვენი მომხმარებელი უკვე ნოემბერში შეძლებს მონდიალის პროდუქციის შეძენას ჩვენს შოურუმში.